Call for Project Ideas

«ახალი პროექტი ახალი ინიციატივა»

   ქ.ჯვარის სათემო განათლების ცენტრი (JCEC) შვეიცარიულ ორგანიზაცია  „ertad.gemeinsam“-თან თანამშრომლობით, ახლო მომავალში გერმანიიდან ორ მოხალისეს უმასპინძლებს.

  ASA-ს (Engagement Global GmbH, გერმანია) მოხალისეები ქ.ჯვარში სამი თვის განმავლობაშიდარჩებიან. 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის იანვრის პერიოდში (ზუსტი თარიღი ჯერ არ არისდადგენილი). გერმანული მხარე  ხელს უწყობს მოხალისეებს ახალგაზრდობის სფეროშისამთვიანი პროექტის განხორციელებაში. ძირითადი თემატიკაა: მეწარმეობა, უნარებისგანვითარება, გენდერული თანასწორობა, სამოქალაქო ჩართულობა ან სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია.

  თუ ხართ 15 – 19 წლის ახალგაზრდა ადამიანი ქ.ჯვარიდან, ან მიმდებარე სოფლებიდან, მაშინ ესარის თქვენი შანსი წარუდგინოთ თქვენი ინოვაციური პროექტის იდეა საზოგადოებას დაგანახორციელოთ საინტერესო პატარა ახალგაზრდული პროექტი.

  მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება მცირებიუჯეტიან პროექტს, თქვენს განკარგულებაში იქნებიან ამ სფეროში გამოცდილი მოხალისეები გერმანიიდან, ასევე მოტივირებულიმოზარდების ჯგუფი ჯვარიდან და JCEC- ის ქ.ჯვარის სათემო განათლების ცენტრის გამოცდილი პროფესიონალების გუნდი. ასევე მუდმივად ონლაინ  კონტაქტზე იქნება შვეიცარიული ორგანზაცია «ertad.gemeinsam».
  დამატებითი ფინანსების საჭიროების შემთხვევაში, თავად მოგიწევთ შესაბამისი დაფინანსებისა და სპონსორების მოძიება.

  თუ გსურთ წინასწარ განიხილოთ თქვენი პროექტის იდეა JCEC– ის წარმომადგენელთან, გთხოვთ დაუკავშირდეთ JCEC– ის დირექტორს ქ-ნ მაია ჭანტურიას.

  პრეტენდენტი,  რომელიც წარადგენს ყველაზე პერსპექტიულ, ინოვაციურ და რეალისტურსაპროექტო იდეას, იქნება მოწვეული ლიდერის სტატუსით პროექტის განხორციელების ეტაპზე.ასევე შესაძლებელია სტაჟირება ორგანიზაცია ertad.gemeinsam- თან ერთად.

  დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ უპასუხოთ შეკითხვებს და შევსებული კითხვარიინგლისურ ენაზე გამოაგზავნოთ ertad.gemeinsam-ის ელექტრონულ ფოსტაზე. ჩაბარებისბოლოვადაა 2019 წლის 26 დეკემბერი.